პირველ გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს წლის ბოლომდე გამოცდაზე მეორედ გასვლის შესაძლებლობა ექნებათ

მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიახლეები არ არის, თუმცა პირველ გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა 2019 წლის ბოლომდე გამოცდაზე მეორედ გავიდნენ, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს დაიწყო მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაცია, რომელიც გაგრძელდება 24 მაისის 18:00 საათამდე. პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია და მხოლოდ რამდენიმე წუთიანი, ასევე, ხდება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მანამდე იყო ორმაგი რეგისტრაცია, ერთი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და ერთი ჩვენს ცენტრში. შესაბამისად, ძალიან მალე შეუძლიათ მასწავლებლებს დარეგისტრირება. თავად გამოცდებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ცვლილებები და სიახლეები არ არის, ტესტების იგივე ფორმატი და დიზაინია, როგორიც წინა წლებში იყო. ცვლილებები ბარიერის თვალსაზრისითაც არ არის. მინიმალური კომპეტენციის დადასტურებაზეა საუბარი და 1, 4 და 7 კრედიტი, როგორც წინა წელს იყო, წელსაც შეუძლიათ, შესაბამისი ქულების რაოდენობით ამ რაოდენობის კრედიტები მოაგროვონ. განსაკუთრებულად არ იცვლება არც შინაარსობრივი მხარე, პროგრამები ჩვენს გვერდზე დევს. სიახლე ის არის, რომ აქამდე მასწავლებლებს ამ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, ახლა პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შანსი, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე 2019 წლის ბოლომდე", - აღნიშნა გორგოძემ.

როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მასწავლებლებს, რომელთაც უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი აქვს, 2019 სექტემბრიდან ანაზღაურება 150 ან მეტი ლარით გაეზრდება.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ