ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენცია გაიმართება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ტურიზმის კერძო და საჯარო პირებთან, მოხდა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და ინფრასტრუქტურის გაცნობა, ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

“განსაკუთრებით საინტერესოა აჭარის რეგიონისთვის გამოცდილება, რომელიც ვალონიას სოფლად ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით, ასევე სერვისის მიწოდებისა და ღონისძიებების მართვის კუთხით გააჩნია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიზიტი ბელგიური მხარის მოწვევითა და დაფინანსებით განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს მათ მზადყოფნას ოფიციალური თანამშრომლობისთვის. დაიგეგმა ორ რეგიონს- ვალონიასა და აჭარას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ქალაქ ლიეჟში შევხვდით ჟორჟ სიმენონის ფონდის ხელმძღვანელს, რომელმაც სიმენონის უნიკალური ფოტო-არქივის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ფონდი მწერლის მიერ გადაღებული ძველი ბათუმის და ბულვარის უნიკალური ფოტოების მფლობელია, რომელთა მოსაპოვებლად და გამოსაკვლევად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია,” - აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი.

მისი თქმით, ვალონიაში სოფლად არსებული სასტუმრო სახლები, ველო და საფეხმავლო მარშრუტები წარმოადგენს საუკეთესო ევროპულ მოდელს აჭარაში ტურიზმის აღნიშნული მიმართულებების განვითარებისთვის.

ბელგიელ ნობელისტ მწერალ ჟორჟ სიმენონთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის ფოტო არქივის შექმნას, თემატური გამოფენისა და კონფერენციის, ასევე ბათუმთან დაკავშირებული მწერლების ტურისტული მარშრუტის შექმნას და მასში სიმენონის შეყვანას. ვიზიტის ფარგლებში შედგა მოლაპარაკება აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის ოფიციალური მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა