სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკა მალე ახალ შენობაში განთავსდება

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სიღნაღში საბავშვო ბიბლიოთეკისთვის ყოფილი ფოსტის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი ძველი ნაგებობის სრულ აღდგენას მოიცავს, რისთვისაც 109 350 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის მეორე სართულზე სამკითხველო დარბაზი, პირველ სართულზე კი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განლაგდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ბიბლიოთეკა სიღნაღის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა