ლევან კობიაშვილი ზუგდიდში სტადიონის მშენებლობისას დაშვებულ შეცდომებზე - მსგავსი შეცდომები ქვეყნის იმიჯს აზიანებს

მსგავსი შეცდომები არამარტო რეგიონს, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ეს არ უნდა ხდებოდეს, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ზუგდიდში, მშენებარე სტადიონის მშენებლობის დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრუსას განაცხადა. მისივე თქმით, ფედერაციის მხრიდან რეკომენდაციები უკვე გაცემულია.

„იცით, რომ საკმაოდ კრიტიკული ვიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით და ვრჩები იმავე პოზიციაზე. მე როგორც ვიცი, ხდება დაკორექტირება და შესაბამისად, ალბათ, გამოიყოფა შესაბამისი თანხები, რომელიც საბოლოო ჯამში დაასრულებს ამ პროექტს. ჩემი თხოვნა არის ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მსგავს პროექტებს ახორციელებს, მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. მსგავსი შეცდომები არამარტო რეგიონს, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია „დაგმა" განახორციელა.

უფრო ადრე კი ფეხბურთის ფედერაციამ კედლების მორღვევის რეკომენდაცია გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა