დაბა მანგლისში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, აბონენტების ახალ ქსელზე გადაერთება მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა მანგლისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას ასრულებს. ამ დროისთვის აბონენტების ძველი, ამორტიზებული სისტემიდან ახალ ქსელზე გადაერთება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოების პროცესში მილი დაზიანდა, რამაც წყალი აამღვრია. სარეაბილიტაციო სამუშაოს შესახებ კომპანიამ აბონენტები გააფრთხილა და მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა. უწყების ინფორმაციით, წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია ადგილობრივებს წყალს წყალმზიდის საშუალებით მიაწვდის.

„მანგლისის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის მანგლელის ქუჩაზე ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაო რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც ქსელი დაიტესტება და წყლის სინჯები ლაბორატორიულად შემოწმდება. დაახლოებით 10 დღეში 300-მდე ოჯახი წყალს ახალი ქსელიდან მიიღებს.

კომპანიამ მანგლისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელი კი ახალი სისტემით შეიცვალა. დაბა მანგლისის მოსახლეობის ნაწილს წყალი წლებია დღეგამოშვებით, ნაწილს კი 2-3 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შედეგად, გაიზრდება წყლის დებიტი და ადგილობრივები გაუმჯობესებული გრაფიკით ისარგებლებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო