სახალხო დამცველმა მარნეულის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე მარნეულის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს ეწვივნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ნინო ლომჯარიამ, გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრის შენობა დაათვალიერეს, გაესაუბრნენ პერსონალს და მომართვიანობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

ახლადგახსნილი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი ბენეფიციარებს იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგის კონსულტაციას და სოციალური მუშაკის მომსახურებას უწევს.

სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში რეგიონში მოქმედი კოლეჯების სტუდენტებთან და პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე, სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობასა და განათლების უფლებაზე ისაუბრეს. ნინო ლომჯარიამ სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მარნეულის საზოგადოებრივმა კოლეჯმა საქართველოს სახალხო დამცველს რეგიონში სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ქართული ენის მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის შემაშფოთებელ მდგომარეობაზე, რაც სათუოს ხდის ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა