გიორგი გოგლიჩიძე გენადი არველაძესთან ერთად ზესტაფონში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან ერთად ზესტაფონში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა - ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბიზნესსექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებსა და იმ პრიორიტეტებზე, რაც ქვეყნის მასშტაბით საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს.

"მნიშვნელოვანია პროექტებად შეიკრას ბიზნესის სფეროდან წამოსული ინიციატივები. მეწარმეობის წახალისებისთვის ასევე საჭიროა დაფინანსების სხვადასხვა გზების მოძიება. 4 , 8 პროცენტით დასრულებული ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, უნდა დაეტყოს თითოეულ ოჯახს და რეგიონს. მარტო ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სექტორი ვერ შეძლებს იმ ეფექტის მიღებას, რასაც ერთად დგომით და გაერთიანებით მოვახერხებთ. ჩვენ გიდასტურებთ მხარდაჭერას",- განაცხადა გენადი არველაძემ.

დღევანდელ შეხვედრას პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელიც ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა