კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზის 16 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იანი (კმ77-კმ92) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 16 კმ-იანი გზა და მონაკვეთზე არსებული ხელოვნური ნაგებობები. მოეწყობა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს: ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი და აიაზმა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 13 795 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა