ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც სანდრა რულოვსი ესწრებოდა, ხმაური და დაპირისპირება იყო

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ესწრებოდა.

სხდომაზე კამათი რულოვსის მიერ ერთ-ერთი დეპუტატისადმი მიმართვას მოჰყვა. სანდრა რულოვსმა დეპუტატ გია დანელიას ჰკითხა, რას გულისხმობდა მედიისთვის მიცემულ კომენტარში, რომლის თანახმად, „ოცნება“ გამარჯვებას ყველაფრის ფასად მიაღწევდა.

სანდრა რულოვსს უმრავლესობის წევრი ირაკლი ლაგვილავა გამოეხმაურა და უთხრა, რომ მას არ აქვს მორალური უფლება, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ხმამაღლა ისაუბროს.

მოგვიანებით, სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ეკა ზღულაძესა და დეპუტატ გია დანელიას შორისაც. დანელიამ მას მოუწოდა, აცალონ ზუგდიდელებს მშვიდად ცხოვრება.

„თქვენ მემგონი, დრო გეშლებათ და 2012 წლამდე პერიოდს იხსენებთ, დამშვიდდით. ეს თქვენი სტილია. ზონდერები მოიკითხოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. დღესაც სახლში უვარდებიან ადამიანებს და ახსენებენ თავიანთი მმართველობის 9 წელს. ზუგდიდელებს მშვიდად ცხოვრების საშუალება მოგვეცით“-, აღნიშნა დანელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს