სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას და ესტონეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ლატვიას, შემდეგ კი ესტონეთს ეწვევა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ლატვიასა და ესტონეთში ქვეყნის პირველ პირებსა და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ხვალ გაიმართება საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ. პირისპირ შეხვედრის დასრულებისთანავე, იგეგმება საქართველოს პრეზიდენტისა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. აღნიშნული შეხვედრების დასრულებისთანავე, საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ხვალვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. სალომე ზურაბიშვილი ასევე გეგმავს შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის მეექვსე პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. ლატვიაში ვიზიტი 16 მაისს დასრულდება. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები ესტონეთის პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სხვა მაღალი რანგის შეხვედრებიც. ესტონეთში ვიზიტი 17 მაისს დასრულდება", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა