გორში, კახნიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

კახნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 335 მეტრი სიგრძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირდება, როგორც სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები. გზის საფარის ზედა ფენა, როგორც ქუჩაზე ასევე მის მიერთებებზე, წვრილმარცვლოვანი, მკვრივი, ღორღოვანი ასფალტბეტონით მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 350 000 ლარია, ხელშეკრულების მიხედვით შპს „იბოლიამ“ აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიაშნავია, რომ 2018 წელს გორის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ახალი სანიაღვრე სისტემაც მოეწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს