გორის მერია - მეჯვრისხევი-ახალუბნის გზას მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება

მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით 7000-მდე ადგილობრივი ისარგებლებს.

ხელშეკრულების მიხედვით, 1 079 419 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს ,,საგზაო სამშენებლი სამმართველო N1”- მა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დაასრულოს.

2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გორის მერიის ინფორმაციითვე, სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფელი ისარგებლებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი, გარდა მეჯვისხევისა და ახალუბნისა, ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენისა და მუმლაანთ კარსაც აკავშირებს.

„გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა. საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენენ სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები დარღვეულია. არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული და ვერ ატარებს, ნალექების შედეგად მოსული წყლის საჭირო რაოდენობას. არსებული გზის საფარი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. გზის გასწვრივ უნდა გაიწმინდოს და მოეწყოს ახალი სანიაღვრე სისტემაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა