კობა ნაყოფია - თუ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეებს დღის ბოლომდე არ დააკავებენ, მასშტაბურ აქციას გავმართავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, თუ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეებს დღის ბოლომდე არ დააკავებენ, მასშტაბურ აქციას გამართავენ.

„პოლიციის უფროსი არის მათი უშუალო მფარველი, რადგან დიდი ხანია იდენტიფიცირებულია და პირველი შემთხვევა არ არის. ერთ -ერთი დამრბევია მშვიდობიანი შეხვედრების. ვაფრთხილებთ პოლიციის უფროსს, თუ დღეს, დღის ბოლომდე ეს ადამიანები არ იქნებიან დაკავებული, ჩვენ აქ მოვაწყობთ აქციებს ", - განაცხადა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები, დადიანების ეზოში იყვნენ და ადგილობრივ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდნენ.

„მათ 5 ადამიანი დაესხა თავს. ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ის პირები, რომლებიც ჩვენს წარმომადგენლებს ასევე დაესხნენ თავს, რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში. მათ ჩვენი პარტიის ფოტოგრაფს და კიდევ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადეს პარტიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა