სიღნაღს ჩინეთის დელეგაცია ეწვია

12 მაისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს ჩინეთის ქალაქ ტიანძინიდან დელეგაცია ეწვია, რომელთა შემადგენლობაშიც სავაჭრო და კომერციული პალატის და ტიანძინში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის TEDA-ს ხელმძღვანელები იყვნენ. ჩინეთიდან ჩამოსული სტუმრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჩინელმა სტუმრებმა ქალაქი სიღნაღი დაათვალიერეს, გაეცნენ ღირშესანიშნაობებს, მოინახულეს მუზეუმი, ასევე, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს ეწვივნენ.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია სოფელ მაღაროში მცხოვრებ აბრეშუმის მწარმოებელ ლამარა ბეჟაშვილსაც ესტუმრა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა