ანონსი 15 მაისი

15 მაისს, 09:00 საათზე, ორგანიზაციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის: ჭავჭავაძის 29

15 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომა გაიმართება. საერთაშორისო ფორუმს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნიან, საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, ასაფ ჰაჯიევი, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეები.

მის: ბათუმი, სატუმრო „ჰილტონი ბათუმი“.

15 მაისს, 10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილი შეხვდება აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის გენერალურ მრჩეველს, პიტერ დევიდსონს.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

15 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საპარლამენტო რეფორმასა და ახალ რეგლამენტს გააცნობს.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A307)

15 მაისს, 10.00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „140 წელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებიდან - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“. ღონისძიებას გახსნიან ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლები, ზაზა ბიბილაშვილი და ნინო კალანდაძე. გამომსველებში იქნებიან გია ნოდია, გიორგი მშვენიერაძე, დავით პაიჭაძე და სხვები.

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

15 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 მაისს, 10:45 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ საქართველოს პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსთან დაკავშირებული ცერემონია გაიმართება.

15 მაისს, 11:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.

მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ

15 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი თემურ ლაჭყეპიანი განცხადებას გააკეთებს.

თემა: კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ - პუნქტები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ცხოველთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 მაისს, 11:00 საათზე, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის მშობლები და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: გოგიტა ირემაძის მკვლელობის ხმაურიანი საქმე და მიმართვა მთავარ პროკურატურას, პოლიციის თანამშრომლებისა და ექიმების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. საქმის ახალი გარემოებები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

15 მაისს, 11:00 საათზე, მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ.შარტავას N7

15 მაისს, 11:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პროექტს „ხელოვნება სკოლაში“ წარადგენს.

მის:. შოთა რუსთაველის გამზ. 3/10

15 მაისს, 12:30 საათზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან. ღონისძიებას დაესწრებიან შრომის პირობების ინსპექტირების დეპრატამენტის უფროსი ბექა ფერაძე, მერიის მუნიციპალურ ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

თემა: სამშენებლო სექტორში უბედური შემთვევების გამომწვევი მიზეზები და საკანონმდებლო რეგულაციები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

მის: ვარდების მოედანი N1

საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

15 მაისს,13:00 საათზე, ფეროს კლუბში ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია მხარდამჭერებს შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრება პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა.

საკონტაქტო: 591190717

15 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიასშეხვდებიან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15 მაისს, 14:00 საათზე, ზრდასრულთა პროფესიული განათლების პროგრამებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: უზნაძის 52

15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე წარადგენს 2018 წლის წლიურ ანგარიშს საქართველოში „მართლმსაჯულების მდგომარების შესახებ“. ამავე დღეს აღინიშნება მოსამართლის პროფესიული დღე. პრეზენტაციაზე მოწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

15 მაისს, 15.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

15 მაისს, 15:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

მის: ქუთაისი, N1 საჯარო სკოლა (ცისფერყანწელთა ქ. N6)

15 მაისს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ასოციაცია „ჰერა XXI”-ის ორგანიზებით კვლევის „უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერები“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ. #29;

საკონტაქტო: ანა მიქაძე 574 80 88 06

15 მაისს, 16:30 საათზე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი ბოკერია შეხვდება სტუდენტური პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის წარმომადგენლებს

თემა: „საქართველოს ეკონომიკაში არსებული გამოწვევები“.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს „ხელოვნების ისტორია“ (ХVI-ХVII საუკუნეების ევროპა) პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორი ნანა დოლიძე და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გიორგი გუგუშვილი გაუძღვებიან.

მის.: სანაპიროს 4

15 მაისს, 17:00 საათზე, ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მიღებას გამართავს, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა ქუჩებს ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები მიენიჭებათ.

მის: თავისუფლების #2

15 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტისა და ევროპის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“.

15 მაისს, 18.00 საათზე, საქართველოში პროდუქტ დიზაინის, როგორც სამრეწველო დიზაინის ერთ-ერთი მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, Tbilisi Art Fair (TAF 2019)-ის ფარგლებში, საგალერეო დიზაინ-ობიექტების გამოფენა იხსნება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 19 მაისამდე გასტანს.

მის: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის MOMA (რუსთაველის გამზ. #27)

15 მაისს, 18:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე სასტუმრო „რედისონში“ პედაგოგებს შეხვდება.

19:30 საათზე კი ლადო კახაძე ოქროყანის მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრას.

მის: თბილისის ქუჩა (ეკლესიასთან).

15 მაისს, 19:00 საათზე, კოჯორში, "ბიოლის" ცენტრში ახალი ტურისტული ატრაქცია Dinner in the Sky Georgia გაიხსნება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშილი დაესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს