სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ზაზა რუაძეს თანასოფლელებმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, შესრულებული სამუშაო დაუწუნეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

საქმე ეხება ერთ-ერთ უბანში გზის რეაბილიტაციას, რა დროსაც ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი დაზიანდა. შემთხვევის გამო,მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, რუაძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს დაზარალებულს. მისი განმარტებით,თანასოფლელ ბერულაშვილებთან ინციდენტი გაუგებრობა იყო.

ფაქტს სწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა