ირაკლი ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ ემიჯნება ძალადობას, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბში აცახდებენ, რომ პარტია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. ამის შესახებ, შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანმა ასევე მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, რომ არ წამოეგონ პროვოკაციას.

„ჩვენი შტაბი და მთლიანად „ქართული ოცნება“ ემიჯნება ნებისმიერი ფორმით ძალადობას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მით უმეტეს საარჩევნო პროცესში. ძალიან ნიშანდობლივია და მისასალმებელია, რომ სამართალდამცველებმა იმოქმედეს ძალიან სწრაფად და ადამიანი, რომელიც აღნიშნული იყო ფირზე, უკვე არის დაკავებული. ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართალწარმოება და ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან ბევრ პროვოკაციულ მოქმედებას აქვს ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებაში ბევრი აგრესიაა დაგროვილი და ამაზე მანიპულირებით და პროვოკაციებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გადაფაროს უკვე პრაქტიკულად წაგებული არჩევნები. ჩვენ წინასწარი მონაცემებით დამაჯერებლად ვიმარჯვებთ. ზუსტად ამის გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ საზოგადოების წარმომადგენლები წამოაგოს პროვოკაციას და ისინი ჩაითრიონ ძალადობრივ მოქმედებაში. მოვუწოდებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, არავითარ შემთხვევაში, რაოდენ დიდი არ უნდა იყოს პროვოკაცია და აგრესია, არ წამოეგონ ამ პროვოკაციას. ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფს ზურა ცერცვაძეს. ცერცვაძეს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა და მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შს სამინისტროში აცახდებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო