ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოები იგეგმება

ბათუმში, ჩასატარებელი სამუშაოების გამო,14 მაისის, 00:00 საათიდან, 15 მაისის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ლუკა ასათიანის ქუჩას: ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში, - ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ კომპანია „ბათუმის წყლიდან" აცნობეს.

მათივე ცნობით, მილზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, შესაძლოა ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი. გთხოვთ, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ონკანი გააღეთ წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს.

შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომრებზე: (0422) 242222, ან 1152

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა