„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვენ

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია გაწერელია და "ევროპული საქართველოდან" ბაგრატ ქირია საგანგებო სხდომის ჩატარებას დაუყოვნებლივ ითხოვენ.

მათი განცხადებით, საოლქოდან სამაგიდო სიები და ბეჭდები არასწორად გაიცა. შესაბამისი განცახადება მათ საოლქოში უკვე დაარეგისტრირეს. ჩატარდება თუ არა საგანგებო სხდომა ჯერ არ გადაწყვეტილა. „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები საოლქო კომისიის შენობასთან იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს