თორნიკე რიჟვაძე - სააკაშვილმა ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა, დარწმუნებული ვარ, კაცურ პასუხს გავცემთ, როგორც ხულოელებს ეკადრებათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„დღეს მაინც ვერ ვმალავ განაწყენებას, რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეაო. თქვენ ხედავთ, რამდენი ნახატია გამოფენილი. ჩვენთან არის ახლა ძალიან სახელოვანი ფერმწერის ბატონი სიმონ ართმელაძის შვილი და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.

ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი, ჯერ იყო და ამ პარტიის წარმომადგენელმა ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა, ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე გავცემთ ადეკვატურ პასუხს მათ 19 რიცხვში და ზოგადად. მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ."-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა