მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელ სოზარ სუბართან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ მარნეულში მცხოვრებ 50 000-ზე მეტ ადამიანს წყლის პრობლემა მოუგვარდება.

„პროექტი, რომელიც მარნეულისა და 6 სოფლის 24-საათიანი წყალმომარგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, აქტიურად მიმდინარეობს. აქ ეს პრობლემა ათწლეულებია მწვავედ დგას და მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი წყალს ძალიან შეზღუდული გრაფიკით იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანს ეს პრობლემა მოუგვარდება და წყალარინების სისტემაც გამართული იქნება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და ბიუჯეტი 56 მლნ დოლარამდეა.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილისა და შიდა ქსელის, ასევე საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობა. პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა