გიორგი შენგელია „ოცნების თასის“ ფინალურ შეხვედრას დაესწრო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის შტაბის ორგანიზებით, საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნის 10 გუნდი იღებდა.

ფინალურ თამაშებში „კომბინატისა“ და „ფაიფურის“ დასახლების საფეხბურთო გუნდები მოხვდნენ, ხოლო ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული, „ფაიფურის“ საფეხბურთო გუნდი გახდა. საფინალო მატჩი ფაიფურის დასახლებაში, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებულ მოედანზე გაიმართა.

„ოცნების თასის“ გათამაშების ფინალს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ.

გიორგი შენგელიას განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მისთვის უმთავრესია, ამიტომაც ზუგდიდში მსგავსი სახის ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო