#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ კიდევ ერთი მოთხოვნა - საოლქოს მიერ გაცემული სიების და ბეჭდების დაბრუნება, რაც, ცესკოს განცხადებით, დაკმაყოფილებული იქნება.

„ჩვენი ინფორმაციით, ცესკომ გასცა ბეჭდების დაბრუნების ბრძანება, რასაც ჩვენ ვითხოვდით", - ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია.

აქციაზე ამ წუთებში სიტყვით გამოდიან პარტიის ლიდერები.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან წუხელ ხმაური იყო. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ. რამდენიმე მათგანმა მირანდა მესხთან შეხვედრაც გამართა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პირადად ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაციაც მივიდა.

გაერთიანებული ოპოზიცია საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე აჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგების გამო მოითხოვს, რასაც არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. რაც შეეხება მირანდა მესხს, ის აცხადებს, რომ ზუგდიდში 107 უბანია და სიები ეტაპობრივად გაიცემა, რადგან მათი დარიგება ვერ ესწრება. საბოლოოდ, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე, ამომრჩეველთა სიები 41 სოფლიდან დააბრუნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა