ბორჯომში „ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება

ბორჯომში „ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობაში მუზეუმთან ერთად, მცირე სახელოვნებო სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე, პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწყო.

,,განხილვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები და ,,საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრები დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუზეუმში განთავსდება მისაღები, სუვენირებისა და წიგნების მაღაზია, პატარა კაფე, დროებითი საგამოფენო დარბაზი, საპრეზენტაციო დარბაზი და საგანმანათლებლო სივრცე. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტი მოიცავს ვიზიტორთა ცენტრის გარშემო ტერიტორიების კეთილმოწყობასაც.

კავალერიის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. შენობის რესტავრაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

ყოფილი „ბორჯომის კავალერიის შენობა“ 1880 წელს აშენდა და წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა