ტურისტები მთიან აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. ახალი ტურისტული მარშრუტების და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხულოში გამართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება დასრულებულია, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად ხორციელდება.

ახალი ტურისტული მარშრუტებია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი; ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი.

ამასთან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით წელს, იწყება ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება.

მარკირების პროექტების ფარგლებში მოხდება ტურისტულად საინტერესო ადგილების ინვენტარიზაცია, ძეგლების, ძველი არქიტექტურისა და ისტორიული ადგილების, ჩანჩქერების, საპიკნიკე-საკარვე ადგილების, საოჯახო სასტუმრო სახლების შესწავლა, დასურათება და ტურისტულ რუკებზე დატანა. მათ შორის მოხდება სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბილიკების მარკირება.

„უმნიშვნელოვანესია ყველა ის პროექტი, რომელსაც მთიან აჭარაში ვანხორციელებთ და რომლის მიზანიცაა ვაქციოთ აჭარა ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად. ჩვენი გამოკითხვებით, სწორედ ის ავთენტური გარემო და კულტურა იზიდავს უცხოელ ტურისტებს რეგიონში მოგზაურობისას. გასულ წელს, 124%-იანი ზრდა გვქონდა მთიანაჭარაში, ჯამში კი ჩვენს მიერ მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებზე დაახლობით 250,000 ტურისტმა იმოგზაურა. ბუნებრივია, გავაგრძელებთ ტურიზმის სტიმულირებას და მხარდაჭერას იმ ტურისტულ ადგილებში, რომლებიც მიმზიდველია ტურისტებისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთიან აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებითაც. ამ ეტაპზე ინგლისური ენის სწავლება და მზარეულების პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს კურორტზე „გოდერძი“, დანისპარაულსა და დაბა ხულოში, რომლის მონაწილეებსაც ჩვენ დღეს შევხვდებით და 2019-2020 წლის პრიორიტეტებს გავაცნობთ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო