ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე -  ოპოზიცია, რომელიც აქციას მართავს, არის მხარე და თუ დაადასტურებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, გამოძიება დაინტერესდება

#67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მას კანონი არ დაურღვევია. მესხის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დალუქული ბეჭდების სარეგისტრაციო ჟურნალში შედარების პროცესი მიმდინარეობს.

„მე არ დამირღვევია კანონი, ამას ვაცხადებ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, სრული პასუხისმგებლობით. სამაგიდო სიები, რაზეც დაისვა კითხვის ნიშნები, დაბრუნდა სანდოობის გაზრდისთვის და გამჭვირვალობისთვის. მაშინვე გადაითვალეს სიები და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა დარღვევა. თემად ააგორეს და მორჩა. რაც შეეხება ბეჭდებს, ისინი იყო დალუქულ მდგომარეობაში და ბრუნდება დალუქულ მდგომარეობაში. ახლაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ არ არის არავითარი დარღვევა. ოპოზიცია, რომელიც აქციას მართავს, არის მხარე და თუ დაადასტურებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, გამოძიება დაინტერესდება. მე ვიტვირთე ეს პასუხისმგებლობა და განვახორციელებ ბოლომდე“, - განაცხადა მესხმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მაია გაწერელიას ინფორმაციით, რომელიც ბეჭდებისა და სიების შედარების პროცესს აკვირდება, ამბობს, რომ ჯერჯერობით, დარღვევა არ გამოვლენილა.

#67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიცია საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე აჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგების გამო მოითხოვს, რასაც არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. რაც შეეხება მირანდა მესხს, ის აცხადებს, რომ ზუგდიდში 107 უბანია და სიები ეტაპობრივად გაიცემა, რადგან მათი დარიგება ვერ ესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა