რუსთავში ღონისძიება - „წარმატებული ქალები წარმატებული ქალაქისთვის’’ გაიმართა

რუსთავის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ღონისძიება „წარმატებული ქალები წარმატებული ქალაქისთვის“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზატორებმა, ღონისძიებაზე, სხვადასხვა სფეროში წარმატებული 50 რუსთაველი ქალბატონი მიიწვიეს.

„სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო ქავთარაძემ და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

მუზეუმის ეზოში, რუსთაველი ქალბატონების ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. გაიმართა კონცერტი მომღერალ თამთა ცხვიტავასა და ბენდის მონაწილეობით.

საღამოს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური პირები, თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, -ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა