ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბთან, სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, ზუგდიდისმერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია მივიდა. მისი მისვლის შემდეგ ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯგუშიას მიმართულებით სანთებელა ისროლა, რომელიც ერთ-ერთ მოქალაქეს ხელზე მოხვდა.

მამაკაცი ადგილზე პოლიციამ დააკავა.

ამის შემდეგ აქციაზე რამდენიმე პირმა ჯგუშიას სიტყვით გამოსვლა გააპროტესტა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ბესიკ დგებუაძის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" შტაბთან რჩებიან. როგორც ჟურნალისტებს დაკავებულის მამამ ვლადიმერ დგებუაძემ განუცხადა, იგი ადვოკატებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაში შსს მინისტრის მოადგილეს ლევან კაკავას შეხვდა და შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"როგორც გვითხრა, არ იყო საქმის კურსში. საქმის არსი გავაცანი და შემპირდა, რომ მინისტრს გადასცემდა ინფორმაციას. ველოდებით აქ პასუხს, არ ვიშლებით" , - ამბობს დაკავებულის მამა.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. დგებუაძეს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა