გორში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გორი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გალამაზებული გარემო ქალაქში კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას შუწყობს ხელს.

მათივე ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოები ქალაქის ცენტრში დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შიდა ქართლის რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.

„საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს სკვერების მოწესრიგება და გამწვანება. ქალაქის ცენტრში დაირგო ყვავილები, მოითიბა ბალახი, შეიღება და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოაჯირებსა და ბორდიულებს. აქტიურად ხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაც. ქალაქის ცენტრში , ფოსტის მიმდებარედ განლაგდა განახლებული დეკორატიული ქოთნები, სადაც დაირგო სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. სეზონური ყვავილები, მათ შორის ბეგონია, პეტუნია, პორტულაკი, სალვია და გაზანია დაირგო ბარათაშვილის, საბრძოლო დიდების და სტალინის სახლმუზეუმების მიმდებარე სკვერებში, ასევე გორის კულტურისა და დასვენების პარკში. მრავალწლოვანი ხეების ძირში, ნიადაგი დაიფარა წითელი მულჩით“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამუშაოებს ქალაქში მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გორში საგაზაფხულო სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს

გორი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გალამაზებული გარემო ქალაქში კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას შუწყობს ხელს.

მათივე ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოები ქალაქის ცენტრში დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შიდა ქართლის რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.

„საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს სკვერების მოწესრიგება და გამწვანება. ქალაქის ცენტრში დაირგო ყვავილები, მოითიბა ბალახი, შეიღება და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოაჯირებსა და ბორდიულებს. აქტიურად ხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაც. ქალაქის ცენტრში , ფოსტის მიმდებარედ განლაგდა განახლებული დეკორატიული ქოთნები, სადაც დაირგო სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. სეზონური ყვავილები, მათ შორის ბეგონია, პეტუნია, პორტულაკი, სალვია და გაზანია დაირგო ბარათაშვილის, საბრძოლო დიდების და სტალინის სახლმუზეუმების მიმდებარე სკვერებში, ასევე გორის კულტურისა და დასვენების პარკში. მრავალწლოვანი ხეების ძირში, ნიადაგი დაიფარა წითელი მულჩით“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამუშაოებს ქალაქში მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია