ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ქუჩაზე არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, წლების წინ გასხვისებული ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია მიტოვებულია, რაც მათ პრობლემებს უქმნის.

მათი თქმით, მოუვლელ შენობაში ზაფხულში ქვეწარმავლები ბინადრობენ. მოსახლეობა მერიას პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

"სხვადახვა სახის ცხოველი ბინადრობს აქ, არიან მღრღნელები და ქვეწარმავლები. საფრთხე გვექნება, ბავშვები თამაშობენ და გვეშინია. მოვუწოდებთ მერიას, მოძებნონ მეპატრონე და აიძულონ გაწმინდოს ტერიტორია ან ჩამოართვან და თავად მოაწესრიგონ", -აცხადებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, ობიექტი დაახლოებით 20 წლის წინ გასხვისდა და მას შემდეგ მიტოვებულია. აქციას მოძრაობა "ერთად სახლში" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ. მათი თქმით, მერია მოსახლეობის პრობლემით არ ინტერესდება და დაპირებებს მხოლოდ საარჩევნოდ გასცემენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო