ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნაზე - არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომ დეპუტატ გია დანელიას შეუწყდეს უფლებამოსილება

კიდევ ერთხელ ცდილობდნენ პოლიტიკური შოუს დადგმას, არანაირი პრობლემა არ იყო ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლების შესვლა და განცხადების დარეგისტრირება, რაც საბოლოო ჯამში მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განუცხადა.

„ ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნდა, რომ ისინი აგებენ არჩევნებს და ამიტომ ცდილობენ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას. არ არსებობს სამართებლივი საფუძვლები, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს და ჩვენ არ გავყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას - დაუმტკიცებლად დაუდასტურებლად ვინმეს მოვთხოვოთ პასუხი“, - აცხადებს წოწერია.

დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის საკრებულოს მიმართა წერილით, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე, საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას უნდა შეწყვეტოდა უფლებამოსილება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მისვლას, სადაც საკრებულო მდებარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა