ირაკლი ჩიქოვანი  ზუგდიდის საკრებულოში  განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ პროვოკაციად აფასებს

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი, ზუგდიდის საკრებულოს შენობაში განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ პროვოკაციად აფასებს. ჩიქოვანი მომხდარს ამაზრზენს და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს.

,,ის, რაც ზუგდიდში მოხდა, არის ამაზრზენი და უტიფარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის. „ნაციონალური“ მოძრაობა ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით. საარჩევნო პროცესი წარმოება შეუძლია ყველას თავისუფლად და მშვიდად. მათ შეუძლიათ მიმართონ პოლიციასაც, საკრებულოსაც, გამგეობასაც, საოლქო კომისიასაც, ამაში ხელს არავინ არ უშლით, მათი პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი ფაქტიდან თ უნდათ გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს აქ არ გაუვა, ამ ქალაქის შეურაცხყოფა არ გაუვა, დაიღალა ეს ქალაქი იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდიდან ქმნის საცდელ პოლიგონს, ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება 19 მაისს”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საკრებულოში წერილი შეტანას ერთი ადამიანი სჭირდებოდა და არა 200 აქტივისტი, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

„ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, აბსოლუტურად ყველა ფაქტზე მიმართული გვაქვს სამართალდამცველი ორგანოებისთვის. აბსოლუტურად ყველა ფაქტზე ან დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ზუგდიდში შეინარჩუნოს მშვიდობა, ასევე მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და პირდაპირ ვეუბნები მათ, რაოდენ მძიმე არ უნდა იყოს პროვოკაციები, რომლებზეც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მოდის, გამოიჩინეთ სიმშვიდე, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ სამართალდამცველებს და მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა, რომ ესენი ავიტანოთ ჩვენს ქალაქში, 19 მაისს ეს ყველაფერი დამთავრდება”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის საკრებულოს მიმართა წერილით, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე, საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას უნდა შეწყვეტოდა უფლებამოსილება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მისვლას, სადაც საკრებულო მდებარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა