აბაშის  მუნიციპალიტეტის  მერმა, ლევან  მაკალათიამ რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, აკაკის ქუჩის V შესახვევში რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში გზასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა, 1 კმ გზა ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყო. ამასთან, ქუჩის რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა 2000-ზე მეტ მოქალაქეს, ვინაიდან აღნიშნულ გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და სარგებლობს ორი სოფლის, ეწერის, სუჯუნის და ქალაქის მოსახლეობა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 247 888 ლარით დაფინანსდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „შარა-გზამშენი პირველმა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს