ზუგდიდში სამხარეო პოლიციის შენობასთან,  ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან, რამდენიმე თვის წინ დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის რძალმა სოფო დგებუაძემ განუცხადა, მათ მინისტრს დახმარება სთხოვეს, თუმცა იმ პასუხმა, რაც უწყებიდან მიიღეს, ოჯახი არ დააკმაყოფილა.

"ვითხოვდით ბესიკ დგებუაძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულის მამა შეხვდა შს მინისტრის მოადგილეს ლევან კაკავას შეხვდა და დახმარება სთხივა, თუმც ის პასუხი, რაც მივიღეთ, არ გვაკმაყოფილებს. გვეუბნებიან სასამართლო 27-მდე არ ჩაინიშნებაო", - ამბობს სოფო დგებუაძე.

აღნიშნული მოთხოვნით, ისინი ჯერ "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით დაკავებულის მამამ განაცხადა, რომ ის მინისტრის მოადგილე ლევან კაკავას შეხვდა და შვილის პრობლემების შესახებ მოუყვა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ბესიკ დგებუაძის ჯანმრთელობის მდგიმარეობა მძიმეა და ის აღკვეთის შეცვლას ითხოვს.

„დაინიშნოს სასამართლო და განიხილონ აღმკვეთის შეცვლა. გვაქვს შესაბამისი ცნობა, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არ ვითხოვთ საერთოდ გათავისუფლებას, წინასწარი პატიმრობიდან გამოუშვან და სასამართლო საბოლოოდ მის უდანაშაულობას დაადგენს. როგორც ლევან კაკავა შეგვპირდა, ამ ინფორმაციას მინისტრს გადასცემს და პასუხს შეგვატყობინებენ ", - თქვა ვლადიმერ დგებუაძემ.

საარჩევნო შტაბთან გამართულ აქციას მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია შეუართდა. ჯგუშია ადგილზე " ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას მისვლას ითხოვდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა სანთებელა ესროლა. მამაკაცი პოლიციამ ადგილზე ადმინისტრაციული წესით, 166-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა. დგებუაძეს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციის გამართვას ხვალ, სამხარეო პოლიციასთან გეგმავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა