გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომას დაესწრებიან და კომისიის თავმჯდომარის საკითხს დააყენებენ

#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, რომელიც 11:00 გაიმართება, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მათი თქმით, ისინი საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს დააყენებენ.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, კომისიის წევრებს იმ ვიდეო მასალას წარუდგენენ, სადაც მათივე მტკიცებით, ასახულია თუ რა პირობებში ინახებოდა საოლქოდან უბნებზე გაცემული ბეჭდები. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, ბეჭდები კომისიის თავმჯდომარეებს სახლში ჰქონდათ და არა უბნებზე.

„აღმოვაჩინეთ სერიოზული დარღვევები. საოლქო კომისიის თავმჯდომარე გვიმტკიცებდა იმას, რომ ბეჭდები იყო უბნებზე დალუქულ მდგომარეობაში, თუმცა როგორც აღმოვაჩინეთ კომისიის თავმჯდომარეებს ბეჭდები ჰქონდათ სახლში, რაც ამტკიცებს იმას, რომ ისინი არ იყო უსაფრთხოდ შენახული", - ამბობს დეკანოიძე.

საოლქო კომისიის სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან, სპეციალური სიების დამტკიცებაზე უნდა იმსჯელონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა