ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის, ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების (კმ94-კმ123) აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო გზა მთაგორიან მონაკვეთზე, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებული გზის აღსადგენად და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, გათვალისწინებულია, ქუთაისი(ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის გზის 94-ე კმ-ზე გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს გაბიონის კედლების მოწყობა; 98-ე კმ-ზე რკინა-ბეტონის მილის რეაბილიტაცია; 106-ე კმ-ზე ქვედა საყრდენი კედლის, რკინა-ბეტონის მილის და ღარების მოწყობა; 123-ე კმ-ზე მოეწყობა ნაპირდამცავი რკინა-ბეტონის კედელი. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთებზე განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 570 326 ლარია. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა