გორში, სოფელ მეჯვრისხევში ფესტივალი - „ფეხბურთი მშვიდობისთვის“ ჩატარდება

17-19 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, სამშვიდობო საფეხბურთო ფესტივალი „ფეხბურთი მშვიდობისთვის“ ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას 12-14 წლის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვები მიიღებენ.

მათივე ინფორმაციით, 3-დღიანი ფესტივალი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლისა და ორგანიზაციის „ფეხბურთი მშვიდობისთვის“ ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, წინ წამოწიოს სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების დაახლოებას. 19 მაისს გაიმართება ფინალური შეხვედრა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი და სპეციალური პრიზები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო