ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე კომისიის სხდომა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის დახურვის შემდეგ, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის სპეც-სიების დამტკიცების საკითხი განიხილეს.

ოპოზიციის წევრთა განცხადებით, მათ კიდევ ერთი დარღვევა აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, აღნიშნულ სიებში 200 ადამიანი ჩაწერილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და მათ არ აქვთ ზუგდიდში ხმის მიცემის უფლება.

„მირანდა მესხი საზოგადოებამ გაიცნო, როგორც გამყალბებელი. ამიტომ ვაყენებდით ამ სხდომაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც არ განიხილეს. აქვე აღმოვაჩინეთ გაყალბების კიდევ ერთი სქემა. სპეც-სიებში ჩაწერილია 200 ადამიანი, რომელთა ჩაწერის უფლებაც კანონით არ გააჩნდათ. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიაში მოვდივართ, ახალ-ახალ მეთოდს ვპოულობთ, აღვკვეთავთ მეთოდებს და ამიტომ არის ასეთი გაღიზიანებული ეს ქალბატონი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სხდომა დახურა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა