ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის წევრები დღეს მაღაროელებს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ადგილზე ჩვენ დაგვხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გაფიცულები ესაუბრებოდნენ სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორს, აკაკი გურჯიძეს. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება. ჩვენი ორგანიზაცია იქ იქნება, სადაც მაღაროელები იქნებიან და ნებისმიერ პროცესებში შეეცდებიან დაიცვან მათი ინტერესები“, - აცხადებენ პროფკავშირებში.

იხილეთ ვიდეო: ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა