ბათუმში, საბანკო დავალიანების მქონე პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, საბანკო დავალიანების მქონე პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან ყურადღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ აჭარაში საბანკო დავალიანების გამო, გამოსახლება ყოველდღიურად მიმდინარეობს.

როგორც მათ განმარტეს, ადგილობრივ მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ, რათა სესხების გადავადება მოხდეს.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ არაერთხელ დაგვპირდნენ, რომ ბანკებთან შუამდგომლობას გაგვიწევდნენ. დღეს რა ხდება?! ხდება ის, რომ გვასახლებენ სახლებიდან. მთავრობას ეს არ აინტერესებს. თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვთ, რომ მოგვაქციოს ყურადღება. ჩვენ არ გავჩერდებით და უკიდურეს ზომებს მივმართავთ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, ლალი ზაქარეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში, საბანკო დავალიანების მქონე პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს