ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია - ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე  ისტერიაში გადაიზარდა

ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე ისტერიაში გადაიზარდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზუგდიდში გიორგი შენგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და სურს აქცენტები ინტრიგებზე გადაიტანოს.

„ისინი ძალიან არაპროგნოზირებად და კონფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ. მუდმივად აპელირებენ ისეთ ფაქტებზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელს და საზოგადოებას შეუქმნან იმის განცდა, თითქოს ზუგდიდში მძიმე ვითარებაა. ზუგდიდში არის ძალიან მშვიდი ვითარება. მე დავდივარ კარდაკარ, მოსახლეობას ვხვდები, მათ აქვთ მშვენიერი და მშვიდი განწყობა. სწორედ ეს არ აწყობს ჩვენ ოპონენტებს, რადგან მათ იციან, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებენ, ამიტომ ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ ისეთ ფაქტებსა და ინტრიგებზე, როგორსაც მიჩვეულები არიან,“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა