სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ბეჟანიშვილის ქუჩის მოასფალტება დასრულდა, რის შემდეგაც გზის ნაწილზე ბეტონი დაიგება, ხოლო დანარჩენ სამ ქუჩაზე მოხრეშვა დასრულებულია და მოასფალტება უახლოეს დღეებში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ბეჟანიშვილის და აბრამიშვილის ქუჩებზე ასფალტის საფარი პირველად იგება.

მათივე ინფორმაციით, სიღნაღის გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 614 130 ლარი დაიხარჯება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა