თეთრიწყაროს სოფელ ვაშლოვანში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი, 4,7 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის მიხედვით, სოფელში მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი, გზის გვერდულები და სანიაღვრე არხები.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ვაშლოვანსა და ერტისში მცხოვრები 1000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს. პროექტის განხორციელებაზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო