ლევან ხაბეიშვილი ზუგდიდის პოლიციის შენობაში შესვლას ითხოვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ზუგდიდის პოლიციის შენობაში შესვლას ითხოვდა, თუმცა მას განუმარტეს, რომ ხელმძღვანელი პირები ადგილზე არ იყვნენ და შესაბამისად, მას ვერ გაესაუბრებოდნენ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო დაკავებული ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

ლევან ხაბეიშვილს ასევე ჰქონდა კითხვები თუ რატომ არ არიან დაკავებული 14 მაისს, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა