რუსთავის მერი მეტალურგიული ქარხნის გაფიცულ მუშებს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მეტალურგიული ქარხნის გაფიცულ მუშებთან მივიდა და მათ მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო. რუსთავის მერი მეტალურგიული ქარხნის სამმართველოში საწარმოს ხელმძღვანელობასაც შეხვდა და მუშების პროტესტთან დაკავშირებით მათ პოზიციასაც გაეცნო.

ირაკლი ტაბაღუამ დირექციასთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებს მოუწოდა გამოყონ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საკუთარ მოთხოვნებს დირექციას დეტალურად გააცნობენ და მათი შესრულების გზებზე ერთობლივად შეჯერდებიან.

დილიდან "რუსთავის ფოლადის" ორი საამქროს თანამშრომლები გაფიცულები არიან და აქციას მართავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. ქარხნის დირექციამ კი მათ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად ერთდღიანი ვადა ითხოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო