კომპანია „რუსთავის წყალი“ რუსთავში,  მე-19 მიკრორაიონში წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს

კომპანია რუსთავის წყალი ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის I, II და III ჩიხებში წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „რუსთავის წყლიდან“ აცნობეს, პროექტის ფარგლებში, კომპანია 4 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს ავითარებს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები მონტაჟდება.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება და შედეგად, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის I, II და III ჩიხებში დამატებით 150-ზე მეტი აბონენტი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. პროექტში კომპანია რუსთავის წყალი 100 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა