დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ზემო ქედში ახალი სკოლა დაათვალიერა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელთან, ეთერ დავითაშვილთან ერთად სოფელ ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება. მომავალ სასწავლო წელს კი ზემო ქედელები ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში შეხვდებიან.

ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით (Millennium Challenge Corporation – MCC) ხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს