სანდრა რულოვსი - გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, ის მთელი ღამე ინერვიულებს

გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, ის მთელი ღამე ინერვიულებს, - ამის შესახებ განმუხურის ამფითეატრში მოსახლეობასთან შეხვედრისას ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.

რულოვსის თქმით ზუგდიდს „სამი ფეოდალი“ მართავს - გია დანელია, რაზმირ ძიმცეიშვილი და ედიშერ თოლორაია.

„სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს კრიმინალი და კორუფცია, წინა მერი ლაშა გოგია ციხეშია ეხლა კი გვყავს "სამი ფეოდალი" - ერთი არის გია დანელია საკრებულოს წევრი, რომელიც ტელეფონით იმაზე კი არ საუბრობს, თუ როგორ დაეხმაროს მოსახლეობას, არამედ იმაზე საუბრობს, თუ რა მეთოდებით უნდა დააშინოს ზუგდიდელები. ის ამბობს, რომ "შენ შენებურად დაამუშავე, მე ჩემებურად დავამუშავებ და 50+1 ხმა „კაროჩე“ დავდებო " აი, ასე ლაპრაკობს ერთი ფეოდალი, მეორე ფეოდალია ვიღაც ძიმცეიშვილი რიყიდან, რომელმაც მიითვისა ასობით ჰექტარი. მესამე ჩვენთვის ცნობილი ედიშერ თოლორაია, რომელმაც წამართვა მაჟორიტარული მანდატი 2016 წელს. მათ არ აინტერესებთ ზუგდიდელების გასაჭირი, თუნდაც გზების გაკეთება, მაგრამ ამ ბოლო კვირებში ეს პრობლემა გაახსენდათ. ხალხი წინასწარ მილოცავს, დღეს შამპანურიც გახსნენს, მე ნამდვილად ვგრძნობ რომ გამარჯვებულია ჩვენი გუნდი. ზუგდიდი იქნება ივანიშვილის გარეშე. აქ ჩვენ თუ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს, ეს იქნება მისი დასასრულის დასაწყისი. გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, მთელი ღამე ინერვიულებს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მან მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა რომ მიხეილ სააკაშვილი ლამის ემიგრანტების პრეზიდენტია.

"ჩვენ ვსაუბრობდით ემიგრანტებზე. თქვენ იცით, რომ ჩემი მეუღლე ლამის ემიგრანტების პრეზიდენტია, ორმა მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო და ეს ადამიანები ახლა მიშას შეხვედრებზე გულანთებულები დადიან, იმედით სავსენი რომ მიშა მათთან ერთად სახლში დაბრუნდება", -განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს