სანდრა რულოვსის განცხადებით, 19 მაისს ზუგდიდში თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან მისი მხარდამჭერები ჩავლენ

არა, აქ ზუგდიდელები არიან, მაგრამ 19 მაისს გარწმუნებთ, რომ თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოსვსმა განმუხურში განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - დღევანდელ შეკრებაზე განმუხურში მის მხარდასაჭერად სხვა რეგიონის მოსახლეობაც იყო თუ არა ჩამოსული.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის ბედი 19 მაისს, ზუგდიდის მერობის შუალედურ არჩევნებზე გადაწყდება.

"არა, აქ ზუგდიდელები არიან, მაგრამ 19 მაისს გარწმუნებთ, რომ თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან. დიახ,ახლა ჩემს კამპანიაში ჩართულები არიან ცნობილი სახეები რეგიონებიდან, ასევე პოლიტსაბჭოს წევრები თბილისიდან და რეგიონებიდან. დღეს იყო უდიდესი შეხვედრა. აქ იყო 2 000-დან 3 000-მდე ადამიანი. ძალიან კარგი მუხტი იყო.გახსოვთ, რომ მე,აქ ერთი კვირის წინ კლიპი ჩავწერე, როცა იყო სიცივე და დეპრესიული ფონი. დღეს შეივსო და გამოცოცხლდა ამფითეატრი. ასე გამოვაცოცხლებთ მთელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს და მთელს ქვეყანას,ძალიან მალე“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სამეგრელოში, სოფელ განმუხურში გაერთიანებული ოპოზიციის, ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობას შეხვდა. სანდრა რულოვსსა და ამომრჩევლებს შორის შეხვედრა ამფითეატრის ტერიტორიაზე გაიმართა. განმუხურში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს ასევე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ