აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, კონსტანტინე გამსახურდიას  საიუბილეო საღამოს დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან, კონსტანტინე (უმცროსი) და ცოტნე გამსახურდიებთან ერთად, მსოფლიო დონის კლასიკოსის, ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას 126 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

აბაშის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“, ძველ აბაშაში, მწერლის სახლ-მუზეუმში გაიმართა. საზოგადოებას ეს დღე მიულოცეს და მწერლის ცხოვრების, მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს გამომსვლელებმა.

მათივე ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მალე ამ ტერიტორიაზე, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიასა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობის ინიციატივით, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიის, საკრებულოს, სამღვდელოების წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები, საპატიო მოქალაქეები, მწერლის ნიჭის, შემოქმედების თაყვანისმცემლები. აჟღერდა მეგრული „ნანა“, რომელიც შეასრულა ცნობილმა მომღერალმა, ნინო ბაშარულმა. სცენაზე წარმოდგენილ იქნა ინსცენირება მწერლის რომანებიდან, წაიკითხეს კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილი ლექსები, სიმბოლურად, ანთებული ჩირაღდნების ფონზე, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჰარირას“ მიერ შესრულდა ქორეოგრაფიული კომპოზიცია, „თავისუფლება“.

სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმის პროექტის ფოტოები, გამოფენილი ექსპონატები, სიტყვის დიდოსტატის ხელნაწერები, შთაბეჭდილებათა წიგნში დატოვეს ჩანაწერები.

ცნობისთვის, აბაშის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“, 1989 წლიდან, ქართველი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეს, ყოველი წლის 15 მაისს აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო